ახალი ამბები
გორში გარეგანათება დღისით რეაბილიტაციის მიზნით ანთია
გორში, სტალინის, ჯორბენაძისა და შინდისის ქუჩებზე ღამის განათება თითქმის მთელი თვეა დღისითაც ანთია.

მერიის ინფრასტრუქტურის პრესსამსახურში qartli.ge-ს განუმარტეს, რომ ამის მიზეზი გადამწვარი ნათურების შეცვლის მიზნით დაწყებული სამუშაოებია.

,,იმისთვის, რომ სადმე გადამწვარი ნათურა გამოცვალონ, საჭიროა ყველა ნათურის ანთება. ასეთი სამუშაოები კი, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს." - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები