ახალი ამბები
განახლებული გორისციხე (Photo)
გორის ციხეზე საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაკვეთით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ qartli.ge-ს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

სამუშაოებს კომპანია ,,არქიტექსი" ახორციელებს. პროექტი ორ ეტაპს მოიცავდა. ჯამში რეაბილიტაციას 450 000 ლარი დაიხარჯა.

მეორე ეტაპის სამუშაოების დროს, გორის ციხის ქვედა გალავანზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: არაინვენტარული ხის ხარაჩოს მოწყობა;. კედლების გაწმენდა მცენარეებისაგან და ნაყარი მიწისგან;. კედლის კონსერვაცია კირ-დუღაბით; . კედლის აღდგენა რიყის და ფლეთილი ქვებით კირის დუღაბზე:  საკონსერვაციო ფენის დადება კედლის მთელ პერიმეტრზე;. ხარაჩოს დაშლა.
















Print

სტატიის გამოყენების პირობები