ახალი ამბები
შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობის კრებების გამართვა სრულდება
დღეს კასპის დასრულდება სოფლის კრებების გამართვა, რომლითაც სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ხარჯვას ისახავს მიზნად. ამის შესახებ qartli.ge-ს კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ბოლო კრება სოფელ ლამისყანაში გაიმართება: ,,ჩვენს მუნიციპალიტეტში 17 ადმინისტრაციულ თემში უკვე გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რაც მოსახლეობამ გამოკვეთა. დღეს ბოლო შეხვედრა სოფლებ ლამისყანაში გაიმართება" - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

შიდა ქართლის სოფლებში კრებები საკმაოდ მაღალი ტემპით ტარდება. ყოველდღიურად, 5-6 სოფლის კრებას ესწრება გამგებელი ან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მერების პრეს-სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, მოსახლეობა დასახლებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებაში მონაწილეობას იღებს.

როგორც ცნობილია, 15 იანვრიდან, საქართველოს 3700 სოფლის კრების ჩატარება დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები