ახალი ამბები
გორის მერიაში ლიფტის შესაკეთებლად ტენდერი მეექვსედ გამოაცხადეს
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ლიფტის შესაკეთებლად ტენდერი მეექვსედ გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პირველი ტენდერი 2018 წლის 12 ივლისს გამოცხადა 3 700 ლარად. შემდეგ ეს თანხა გაიზარდა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამოყოფილია 4200 ლარი. 5 შემთხვევაში ლიფტის შესაკეთებლად სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა.

ლიფტის ამუშავება გამიზნულია, ძირითადად, მეოთხე სართულზე მომუშავე პირებისთვის, სადაც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მუშაობენ.

კერძოდ: შესაკეთებელია სამგზავრო ლიფტის გარე გამოძახების ღილაკები. დაზიანებული მაკონტროლებელი პლატის დემონტაჟი და ახალის მოწყობა ქსელში მიერთებით; პირველ და მეოთხე სართულებზე სამგზავრო ლიფტის გამოძახებისათვის საბარათე სისტემის შეძენა მონტაჟი ელ.სადენებით ქსელში ჩართვით; პლასტიკური ბარათების შეძენა პროგრამირება; დაზიანებული ავარიული /UPS/ სისტემის დემონტაჟი,ახალის შეძენა მონტაჟი; ორი სამგზავრო ლიფტის მექანო და ელექტროკვანძების შემოწმება გამართვა შახტის კარებების რეგულირება (8სართულზე); სამგზავრო ლიფტის კაბინის მამოძრავებელ სისტემის ავზებში სამანქანო ზეთის მოწყობა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები