ახალი ამბები
გორში სპორტსკოლასთან ორი მამაკაცი სავარაუდოდ ელექტროშოკით დააკავეს
დღეს საღამოს, დაახლოებით 20:30 წუთზე გორში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა სპორტსკოლასთან მოხდა.

პატრულის თანამშრომლებმა ისინი იზოლატორში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, მოათავსეს.

თვითმხილველი იტყობინება, რომ ერთ-ერთი მამაკაცი ქვაფენილზე უგონოდ ეგდო. გამოიყენა თუ არა პატრულმა დაკავების დროს ელექტროშოკი, ამის თაობაზე ჯერ უცნობია.

დაკავებულებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, სახდელი 166-ე და 173-ე მუხლებით დაეკისრებათ. ოქმებს სასამართლო განიხილავს.

შემთხვევა რესტორან ,,ჟოზეფთან" (სპორტსკოლის გვერდით) მოხდა. რესტორნის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ინციდენტთან მათ არავითარი შეხება აქვთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები