ახალი ამბები
დაიღუპა ორი მამაკაცი - ავარია ტყვიავი-ქიწნისის გზაზე
მსხვერპლით დასრულდა ავარია ტყვიავი-კარალეთის გზაზე. ოპელის მარკის ავტომანქანა ქიწნისთან ვაშლით დატვირთულ სატვირთოს შეეჯახა.

დაიღუპა ორი მამაკაცი, ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამივე მათგანი მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდა.

სატვირთო მანქანა შეჯახების შემდეგ გადაყირავდა. 

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.

იხ.

ტრაგიკული შემთხვევის ადგილი ტყვიავი-ქიწნისის გზაზე (Photo)
Print

სტატიის გამოყენების პირობები