ახალი ამბები
ტრაგიკული შემთხვევის ადგილი ტყვიავი-ქიწნისის გზაზე (Photo)
გარდაცვლილები გორის პროზექტურაში მიიყვანეს. ერთი დაშავებული კი, ,,გორმედის" საავადმყოფოშია მოთავსებული. სამივე მათგანი ოპელის მარკის ავტომანქანაში იმყოფებოდა.

მანქანა გორი-ტყვიავის გზაზე გორის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი ინფორმაციით, სოფელ ქიწნისთან ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომანქანას ,,ოპელი" უკნიდან შეეჯახა.

ექსპერტ-კრიმინალისტებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება რამდენიმე საათი დაჭირდათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები