ახალი ამბები
გორში კომბინატის დასახლებაში გორგასლის ქუჩაზე ახალი ასფალტი დაიგება
გორში კომბინატის დასახლებაში გორგასლის ქუჩაზე ახალი ასფალტი დაიგება. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საიჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა საპროექტო ორგანიზაცია ,,მ-პროქტმა" დაიწყო.

დასკვნის შესაბამისად, გზაზე ახალი ასფალტის დაგებას დაახლოებით 758 000 ლარი ჭირდება. გზის სიგრძე 829 მ-ია. გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლოს გამოვლინდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები