მიწის გათხრების შედეგად დაზიანებულ კახნიაშვილის ქუჩას 2 თვის განმავლობაში შეაკეთებენ
მიწის გათხრების შედეგად დაზიანებულ კახნიაშვილის ქუჩას 2 თვის
განმავლობაში შეაკეთებენ. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის მერიის
ადმინისტრაციიდან აცნობეს.
315 მ სიგრძის ქუჩა განსაკუთრებით მაშინ დაზიანდა, როდესაც
ასფალტბეტონის საფარქვეშ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია
დაიწყეს.
ასფალტის დასაგებად გორის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 355 000 ლარი.
გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლოს გამოვლინდება.
საპროექტო ორგანიზაციის ცნობით, მთლიანად გზაზე უნდა შემოიზიდოს
ფრაქციული ღორღი, გაიშალოს გზის სავალ ნაწილზე, დაიგოს და დაიტკეპნოს.
აღნიშნული სამუშაოების შესრულების შედეგად უნდა მოეწყოს ორფენიანი
საფარი ცხელი ასფალბეტონის ნარევისაგან.
სტატიის გამოყენების პირობები