ახალი ამბები
ტყვიაველი ახალგაზრდები, რომლებიც ქიწნისთან ავარიას ემსხვერპლნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში, ავარიის შედეგად, სამი ახალგაზრდა დაიღუპა. ესენი არიან: თორ­ნი­კე გი­გუ­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლი და დავით ცოტნიაშვილი.

გიორგი მერებაშვილმა სკოლა გასულ წელს დაამთავრა, ხოლო დავით ცოტნიაშვილი მე-11 კლასელი იყო. მისი ოჯახი ერედვიდანაა დევნილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ტყვიავი-გორის გზაზე, სოფელ ქიწნისთან მოხდა. შეჯახებისას ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაახლოებით 23 საათზე ,,ოპელის" მარკის ავტომანქანა გადამუშავებული ვაშლით სავსე სატვირთო ავტომობილს უკნიდან შეეჯახა. სატვირთო ავტომანქანამ ტრაექტორია შეიცვალა და გადაყირავდა.

იხ. 

ტრაგიკული შემთხვევის ადგილი ტყვიავი-ქიწნისის გზაზე (Photo)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები