ახალი ამბები
ქარელში 9 ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქალაქ ქარელში 9 ქუჩაზე ახალ ასფალტს დააგებენ. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ახალი ასფალტი დაიგება შემდეგ ქუჩებზე:

თამარ მეფის, ფიროსმანის, ფანასკერტელის,  ყაზბეგის, კეცხოველის, მარჯანიშვილის, ცაბაძის, რუსთაველისა და ნონეშვილის ქუჩები.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ჯამში 890 000 ლარი დაიხარჯება. გამარჯვებული კომპანია თებერვლის ბოლოს გამოვლინდება. სამუშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები