ახალი ამბები
კასპში 72-წლის მამაკაცი ცემეს - ბრალდებული შვილია
კასპში, 47 წლის, მამაკაცი, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 72 წლის მამას - 1947 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები გამოძიებას ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებენ

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები