ახალი ამბები
,,მინდა, რომ სიცოცხლის ბოლო წლები ბოშურში გავატარო" - მთვარისა შატაკიშვილი თავშესაფრიდან
მთვარისა შატაკაშვილი 55 წელია გორის სამშობიარო სახლში მუშაობდა და ცხოვრობდა. ხუთი წლის განმავლობაში, ერთ-ერთ პალატას საცხოვრებლად უთმობდნენ.

ოჯახური პრობლემების გამო, უსახლკაროდაა დარჩენილი. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურიდანაა. ჰქონდა ბინა, რომელიც გორში სტალინის გამზირზე მდებარეობს. ამბობს, რომ 5-წლის წინ, ის ძმის შვილის დასახმარებლად გაყიდა.

,,შემდეგ, საცხოვრებლად გადავედი მშობლიურ სოფელში, ბოშურში. ის სახლიც თითქმის მე ავაშენე. მქონდა შესაძლებლობა აშენების. გავაფორმე დედაჩემზე. დედაჩემმა მითხრა, შენზე გადაიფორმე, იცოდე, სახლის გარეშე დარჩებიო. მე ვითაკილე, ჩემ სახელზე რატომ უნდა გავიფორმე, ძმასა და ძმისშვილს არ ეწყინოს-მეთქი. სინამდვილეში, დედაჩემის წინასწარმეტყველება ახდა. მოკვდა და მეც სახლის გარეშე დავრჩი. კანონები არ ვიცოდი და სახლი მთლიანად ძმას დარჩა“ - ამბობს მთვარისა შატაკიშვილი.

მთვარისა შატაკიშვილის ამბავი ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გააშუქა. ძმამ აღნიშნა, რომ სახლიდან მთვარისა არავის გაუგდია. მისი თქმით, ძმას და ენატრება. ოჯახური კონფლიქტის შესახებ პოლიციას რამდენჯერმე აცნობეს.

საბოლოოდ, მთვარისა შატაკიშვილი ამჟამად ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მას სურს, რომ სიცოცხლის ბოლო წლები მშობლიურ ბოშურში დაასრულოს.

მთვარისა შატაკიშვილმა საკუთარი სურვილის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს გვიამბო.

ი.ხ ამავე თემაზე:

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარი ახალი წლის წინ



Print

სტატიის გამოყენების პირობები