ახალი ამბები
გორში მოსწავლეებისთვის ბულინგის თემაზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს უნივერსიტეტის გორის რეგიონულ ოფისში პროექტის ,,ბულინგთან ბრძოლა და მისი პრევენციის გზები საჯარო სივრცეში’’ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანიც VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ცნობადობის ამაღლება, სამოქალაქო განათლებისა და ფსიქოლოგიის საწყისების გაცნობა იყო.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც სკოლის მოსწავლეებს ბულინგის შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე.

პროექტი საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებების კვლევითი ცენტრის (HRRC) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა - აიესაისთან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტს გორში საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულმა ოფისმა უმასპინძლა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები