ახალი ამბები
კასპში ნატბეურას დასახლებაში ფერდობიდან წყალმა გამოხეთქა
წუხელ წყლის მოვარდნის გამო ნატბეურას დასახლებიდან 5 ოჯახი გაიყვანეს. ამის შესახებ qartli.ge-ს კასპის წყალმომარაგების სამსახურიდან აცნობეს.

სამსახურის ხელმძღვანელის, ჯუმბერ თავშავაძის განცხადებით, დასახლებში ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით წყალი ფერდობიდან წამოვიდა.

მოსახლეობა ეჭვობს, რომ წყლის გაჟონვა 5-6 წლის წინ გაკეთებულ ავზიდან მოხდა. თუმცა, ,,კასპიწყალის" წარმომადგენელი ამ ვერსიას გამორიცხავს. პრევენციის მიზნით, წუხელ სასმელი წყლის ავზი მაინც დაცალეს.

,,ჩამოსულები არიან გეოლოგები და სიტუაციას სწავლობენ" - აცხადებს კასპიწყალის დირექტორი. ნატბეურას მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა ფერდობზე წყალი კვლავ იყოს დაგროვებული, რაც მეწყერსაშიშროებას ქმნის.

წუხელ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  აღმოსავლეთ საქართველოში წვიმდა კიდეც.


Print

სტატიის გამოყენების პირობები