ახალი ამბები
მორიგი ავარია ტყვიავის გზაზე - ტირძნისში კი მანქანა ქალს დაეჯახა
დღეს დილით მერსედესის მარკის ავტომანქანა ტყვიავი-გორის გზაზე ხეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

დაზიანებული მანქანის ფოტო მოქალაქემ გადაიღო.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

შედარებით მძიმედ დაშავდა ქალი, რომელსაც სოფელ ტირძნისთან მანქანა დაეჯახა. ის სოფელ მეღვრეკისში მიდიოდა.

qartli.ge წერდა, რომ ტყვიავი-გორის გზაზე ავტომანქანების ავარიების შემთხვევები გახშირებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ მოძრაობს.

ამავე თემაზე:

2019 წლის 15 იანვარი -
ძევერასთან მანქანა ხეს დაეჯახა - დაიღუპა ქმარი და ფეხმძიმე მეუღლე

2019 წელის 31 იანვარი - დაიღუპა ორი მამაკაცი - ავარია ტყვიავი-ქიწნისის გზაზე

2019 წლის 10 იანვარი - ,,უყვარდა სეირნობა" - კარალეთში მანქანა დაეჯახა 80-წლის მამაკაცს

2018 წლის 23 აგვისტო - ტყვიავი-კარალეთის გზაზე ავარიისას ორი ქალი დაიღუპა

2017 წლის 10 ოქტომბერი - ტყვიავთან 82-წლის ქალის დაღუპვის ფაქტზე შავი მერსედესი ფიგურირებს




Print

სტატიის გამოყენების პირობები