ახალი ამბები
კირბალიდან გორისკენ ფეხით მიმავალი მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს
დაღუპულია 35-წლის მამაკაცი, რომელიც ფეხით კირბალიდან გორისკენ მიდიოდა. შემთხვევა ხელთუბანი-მეჯვრისხევის გზაზე, დევნილთა დასახლებასთან გამთენიისას მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი პოლიციელებმა ნახეს. კირბალში აცხადებენ, რომ შემთხვევის შესახებ პოლიციამ დილით შეიტყო.

შს სამინისტროს ცნობით, მძღოლი გამოვლენილია და გარდაცვლილის მიტოვების ფაქტი არ ფიქსირდება, თუმცა როგორ აღმოაჩინეს მძღოლი, ამის შესახებ შს სამინისტროს პრეს-სამსახური დეტალებს ჯერ არ ახმაურებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა 2018 წლის 9 დეკემბერსაც მოხდა. შეჯახებისას ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა, თუმცა იმ დროს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია.

გაგრძელება:

რა მოხდა გორი-მეჯვრისხევის გზაზე - ,,მძღოლი ამბობს, რომ ბიჭს მისი მანქანა არ დაჯახებია"

Print

სტატიის გამოყენების პირობები