ახალი ამბები
ატენური ვაზის ტერასები (Photo)
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ტერასები გააკეთეს და ვაზი დარგეს. ისინი ტანას ორივე მხარესაა.

ამჟამად ახალი ტერასები მდინარეს მარჯვენა სანაპიროზე მოაწყეს. მარცხენა სანაპიროზე კი, მეპატრონემ მისი გაკეთება ჯერ კიდევ 3-წლის წინ დაიწყო.

,,ეს ტერასები სოსომ გააკეთა, წიქარიძემ, აქაური ბიჭია, ბიზნესმენია და ძალიან უყვარს ეს საქმე. პირველი ტერასები სამი წლის წინ გააკეთა. ეს შედარებით ცოტა ფართობია, მაგრამ რაც შარშან დაიწყო. ის უკვე დიდ ფართობზეა. ვაზის ჩაყრაც დაიწყო და სარები შემოდგომით შეუდგა" - გვითხრა შოთა წიქარიძემ, რომელიც ტერასებთან ახლოს, საკუთარ ვენახს უვლიდა.

სოფელში გვითხრეს, რომ ბიზნესმენი რუსეთში მოღვაწეობს და სოფელში ხშირად ჩამოდის, სწორედ, ვაზის მოსავლელად.

ატენური — უმაღლესი ხარისხის თეთრი ცქრიალა ღვინოა. მზადდება ჩინურისა და გორული მწვანის ყურძნისაგან (აგრეთვე რეკომენდირებულია ალიგოტეს ჯიშის ყურძენი) ღვინომასალების მეორადი დუღილით.

 






















 

Print

სტატიის გამოყენების პირობები