ახალი ამბები
,,აზნეთის" გზაზე მანქანა ღობეზე გადავარდა - პოლიციის მისვლამდე მიმალვა შეძლეს
შემთხვევა წუხელ დაახლოებით 1-ელ საათზე მოხდა. ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანით, რომელსაც სავარაუდოდ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი მართავდა, ღობეზე გადავარდნენ.

ფაქტს გამვლელი შეესწო, მისი თქმით, მამაკაცს დახმარება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო: ,,ის საჭის მარჯვენა მხარეს იჯდა, მითხრა, რომ მარტო ვარ და არაფერი მომსვლიაო. ნასვამი იყო, ელოდებოდა ევაკუატორს და ასევე სხვებს." - გვითხრა თვითმხილველმა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინება არ შესულა. ახალგაზრდებმა მანქანის მიმალვა მოასწრეს.

გორი-უფლისციხის გზაზე, ხიდისთავის დასახლება ,,აზნეთთან" ღობეზე გადავარდნილი მანქანის და დამუხრუჭების კვალი ჩანს ასევე ტრაფარეტთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები