ახალი ამბები
ლამისყანელი მოსწავლე ,,კასპის ეტალონი მოსწავლე“ გახდა
კასპის N1 საჯარო სკოლაშისაქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც „კასპის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული ლამისყანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დავით ბეინაშვილი გახდა.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „კასპის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.


საუკეთესო შედეგების მქონე სამი მონაწილე მუნიციპალიტეტის მერიისგან ლეპტოპებით დასაჩუქრდა, გამარჯვებულ სკოლას 20 ათასი ლარი გადაეცემა, ხოლო „კასპის ეტალონი მოსწვალის“ ოჯახი სრული დაფინანსებით ორ დღეს ბაკურიანში გაატარებს.

ღონისძიებას კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

გთავაზობთ კასპის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.

კასპის ეტალონი მოსწავლე: დავით ბეინაშვილი - ლამისყანის საჯარო სკოლა IX კლასი - 85 ქულა.
გიორგი ნონიაშვილი - კასპის N4 საჯარო სკოლა X კლასი - 83 ქულა.
თამარი ხეჩიკაშვილი - დოესის საჯარო სკოლa X I კლასი - 82 ქულა.
მარიუამ ბეინაშვილი - ლამისყანის საჯარო სკოლ X კლასი - 80 ქულა.
ლიკა ლავრელაშვილი - ბესიკ ლიპარიშვილი - მრავალპროფილიანი სკოლა -გიმნაზია I X კლასი - 80 ქულა.
მარიამ ღვინიაშვილი -კასპის N1 საჯარო სკოლა X I კლასი - 79 ქულა.
გიორგი ჭიხინაშვილი - ლამისყანის საჯარო სკოლა X I კლასი - 77 ქულა.
ქეთევან რევაზიშვილი - ქვემო გომის საჯარო სკოლა X კლასი - 77 ქულა.
მარიამ მაისურაძე - სასირეთის საჯარო სკოლა IX კლასი - 76 ქულა.
















Print

სტატიის გამოყენების პირობები