ახალი ამბები
ბოლო ერთვი თვის მანძილზე შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 27 ფაქტი გამოავლინეს
2018 წლის 01 იავრიდან 31 იანვრის ჩათვლით, შიდა ქართლში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 27 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ qartli.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

401 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. პრეს-სამსახურის ცნობით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში გამოვლენილია 401 ფაქტი, მათ შორის, 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 152 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 25 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 31 ფაქტი, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 11, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 24 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 3 ფაქტი,  ქვემო ქართლის მასშტაბით - 32 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 88 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 427 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 53 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები