ახალი ამბები
,,აირჩიე ლიცეუმი, შენ იქნები სულ რჩეული" - წმინდა გიორგის სახელობის გორის სკოლა-ლიცეუმი [R]
ლიახვისა და მტკვრის შესართავთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი 28 წელია ფუნქციონირებს.

სკოლა 600 ბავშვზეა გათვლილი. იგი მდებარეობს გორში, დ. ჭონქაძის #2-ში.

23 წელია სკოლის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია ქალბატონი მანანა ჩუხრუკიძე. სკოლას, 1999 წლის 4 მაისს, ლიცეუმის კურთხევის ცერემონიაზე, ბოლნის-დმანისის მთავარეპისკოპოსმა მამა თადეოზმა შეურჩია სახელი.

ლიცეუმს ჰყავს მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობის მქონე, კვალიფიციური გუნდი. სკოლა-ლიცეუმს აქვს ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო გარემო, კომფორტული შენობა და სასწავლო პროცესისათვის საჭირო ხელსაწყოებით აღჭურვილი კაბინეტ-ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასი, გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფი.

სკოლას ემსახურება ტრანსპორტი. ლიცეუმს აქვს საკუთარი ჰიმნი, გერბი და დროშა.

წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ დირექცია და მასწავლებელთა გუნდი ერთნაირად ზრუნავს მოსწავლეთათვის როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიღებაზე. ლიცეუმელები ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტებში, პროგრამებში, არაერთხელ უსახელებიათ თავი სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებში.

სკოლა გამოირჩევა კლუბური მუშაობით, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გაძლიერებით. სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო კლუბი „ ფენიქსი“, ლიტერატურული კლუბი „ნიკე“ და მაძიებელთა კლუბი „აღმოაჩინე შენი ქვეყანა“.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა ზრუნავს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე.

სკოლასთან არსებულ საცხენოსნო კლუბ „მაქსიმუსის“ წყალობით, ლიცეუმის მოსწავლეებს სპორტის გაკვეთილად კვირაში ერთი საათი უტარდებათ ცხენზე ჯირითი.

წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი კარგი განათლების საწინდარია, „აირჩიე ლიცეუმი, შენ იქნები სულ რჩეული“.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები