ახალი ამბები
გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილ არცეველ ძმებს ბერბუკში დაკრძალავენ
5 თებერვალს, სოფელ ბერბუკში, თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილ ძმებს ვახო და ჯონი ყაზიშვილებს დაკრძალავენ.

ისინი ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ და დედაქალაქში, მშენებარე ობიექტზე მუშაობდნენ.

ძმები ყაზიშვილები გორის რაიონის სოფელი ზემო არცევიდან (ოკუპირებული სოფელი) დევნილები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მშობლიურ სახლში მხოლოდ მამა დარჩა საცხოვრებლად.

გარდაცვლილ ძმებს დარჩათ მეუღლეები და მცირეწლოვანი შვილები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები