ახალი ამბები
გორში 20-წლის ბიჭს მამობილმა სახეში ორჯერ გაარტყა
გორის პოლიციამ 40-წლის მამაკაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით 2 თებერვალს დააკავა. პროკურორმა მიშა ბერიაშვილმა მის მიმართ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

მოსამართლე შალვა კაკაურიძის გადაწყვეტილებით, მამაკაცს 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურის მტკიცებით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბრალდებულმა მამაკაცმა 20-წლის გერს სახეში ხელი ორჯერ გაარტყა, რამაც გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი. პროკურორის განცხადებით, მამაკაცი ადგილიდან მიიმალა და პოლიციამ რამდენიმე საათში შეძლო მისი დაკავება.

ბრალდებულმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მოსამართლეს სიტყვით მიმართა.

„პატივცემულო მოსამართლე, ორჯერ ვიყავი ავღანეთში, მაგარი ნერვოზი მაქვს, სასმელი არ მელევა და თუ შეიძლება, ეს ერთხელ მაპატიოთ და ამის შემდეგ აღარ დავლევ." - განაცხადა ბრალდებულმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები