ახალი ამბები
გორში პაციენტებისთვის სანატორიუმ-პანსიონატი გაიხსნა
გორთან ახლოს პაციენტებისთვის სანატორიუმ-პანსიონატი გაიხსნა. იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში მომვლელი არა ჰყავთ, ხოლო პოსტოპერაციის პერდიოში, სამედიცინო დახმარება ჭირდებათ, პანსიონატში მარტიდან მოათავსებენ.

სანატორიუმი კურორტ ,,გორიჯვრის" შენობაში გაიხსნა. მისი ხელმძღვანელი თემურ ჩლაიძე ამბობს, რომ პაციენტებისთვის ექიმი, მედდები და მომვლელები იზრუნებენ.

,,ეს მეთოდი მთელ მსოფლიოში მიღებული ფორმაა. გვინდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სანატორიუმ-პანსიონატი იყოს. ამისათვის შევკრიბეთ საუკეთესო ადამიანები." - ამბობს თემურ ჩლაიძე.

პანსიონატი განთავსდა კურორტ ,,გორიჯვრის" შენობაში. ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე 568 27 50 05 ან 574 10 43 63


Print

სტატიის გამოყენების პირობები