ახალი ამბები
ქარელში რელსებიდან ,,ჭანჭიკებს" იპარავდნენ
ქარელში რკინიგზის რელსებიდან ,,ჭანჭიკები" მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ქურდობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, პოლიციამ ორი მოქალაქე ფაქტზე დააკავა. შემთხვევის ადგილზე 23 ჭანჭიკი, ხოლო საცხოვრებელი სახლიდან 48 ცალი ჭანჭიკი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

,,ქურდობის მცდელობის ბრალდებით, დაკავებულია 2 პირი - 1998 წელს დაბადებული მ.ხ. და 1994 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქარელში, სარკინიგზო მაგისტრალზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაეუფლნენ რელსის დასამაგრებელ 23 საკლემე ჭანჭიკს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა. ბრალდებულებმა, ასევე, აღიარეს, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში იმავე მაგისტრალზე ფარულად დაეუფლნენ 48 საკლემე ჭანჭიკს, რომლებიც პოლიციამ, მ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები