ახალი ამბები
გორის მერია რაგბის ჯგუფებს ფინანსურად დაეხმარება
გორის მერია აცხადებს მზადყოფნას გარკვეული თანხით თანადაფინანსება გაუწიოს კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც და ინტერესიც მიმართულია რაგბის განვითარების ხელშეწყობისკენ.

ამის შესახებ განკარგულების პროექტს საკრებულოს სხდომაზე 8 თებერვალს განიხილავენ. საკრებულოს აპარატიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, თანადაფინანსების პროგრამაში მოხვდებიან სასკოლო გუნდებიც:

,,პროგრამის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაგბის განვითარების ხელშეწყობა. რაგბიში ჩართული გუნდებისა და სკოლებისთვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა და ამ გზით მათი სპორტული მიღწევების და შემდგომში პროგრესის ხელშეწყობა." - აღნიშნულია განკარგულების პროექტში.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე ასაკობრივი გუნდი და გორის სახელით ასპარეზობენ, როგორც უმაღლეს ლიგაში („დიდი 10“), ასევე რეგიონალურ ლიგაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები