ახალი ამბები
გორში მაღაზიაში მოლარეს ტელეფონი წაართვეს
გორის პოლიციამ 50-წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად ედება 25-წლის მოლარე გოგონასგან ტელეფონის იძულებით წართმევა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის პოლიცია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებული ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდა, იძულების გზით დაეუფლა მოლარე ოპერატორის - 1994 წელს დაბადებული ხ.ს.-ს კუთვნილ სამსახურებრივ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველების მტკიცებით, ა.ჯ.-ს მიერ უკანონოდ მოპოვებული ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიების დასრულების შემდეგ, მობილური ტელეფონი მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

გამოძიება იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები