ახალი ამბები
ხიდისთავში ხანძარი გაჩნდა - უკავშირებენ ბუხარს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს მოეკიდა.. ოჯახის უფროსი ვარაუდობს, რომ მისი გაჩენა ახალაკეთებულ ბუხარს უკავშირდება.

,,ახალი გაკეთებული ბუხარი მაქვს, იქიდან გავრცელდა ცეცხლი. სახანძროც მოვიდა, ვიყოჩაღეთ და ჩავაქრეთ მართლა დროულად" - გვითხრა მეპატრონემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები