ახალი ამბები
გორში წერეთლის ქუჩაზე ქართული კერძების რესტორანი გაიხსნება
გორის ისტორიულ უბანში ქართული კერძების რესტორანი გაიხსნება. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მეწარმეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რესტორანი პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ სამზარეულოს, რითაც საქართველო მსოფლიოში ისედაც ცნობილია.

,,ვფიქრობ, რეაბილიტირებული უბნისთვის, სადაც უამრავი ტურისტი და ვიზიტორი მოძრაობს, მნიშვნელოვანი ფაქტია. ჩემი სურვილია წერეთლის ქუჩაზე გაიხსნას სხვა მაღაზიებიც, სადაც ქართული პროდუქტი გაიყიდება" - განაცხადა გუბერნატორმა.

qartli.ge წერდა, რომ გორში წერეთლის ქუჩაზე არსებული ვითარების შესახებ გუბერნატორი მეწარმეებს გუშინ შეხვდა. შეხვედრაზე ის მეწარმეები იმყოფებოდნენ, რომლებიც ქართულ პროდუქტებს აწარმოებენ.

,,ტურიზმის განვითარებასთან ერთად ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაცია და ბიზნესის განვითარება ერთობლივად უნდა განხორციელდეს. გორის ძველ უბანში ქართული ჩირი, ქართული ღვინო, ქართული წვენები და შიდა ქართლში ნაწარმი პროდუქცია უნდა იყიდებოდეს," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ის მეწარმეები, რომლებიც ერთი სახეობის პროდუქტს აწარმოებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ და ერთ ფართში განათავსონ პროდუქცია, რათა უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ტურისტისათვის ქართული ნაწარმი.

ხოჯევანიშვილის თქმით, წერეთლის ქუჩაზე საგამოფენო დარბაზის მოწყობა იგეგმება. ასევე მიმდინარეობს გორისციხის რეაბილიტაცია:

,,ვფიქრობ გორში წერეთლის ქუჩა გაცოცხლდება" - განაცხადა მეწარმეებთან შიდა ქართლის გუბერნატორმა.


Photo: Andrea Massignani

Print

სტატიის გამოყენების პირობები