ახალი ამბები
სოფლები გამყოფ ხაზთან, რომელთა მოსახლეობა ,,კგბ"-ს ნებართვის გარეშე ვეღარ გადაადგილდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ახალი წესი ამოქმედდა.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეს, ,,კგბ"-ს სპეციალური ნებართვის გარეშე, თბილისისკენ ან პირიქით, გადაადგილება აღარ შეუძლია.

ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა (პასპორტი) საკმარისი აღარ არის.

წესი ვრცელდება შემდეგ სოფლებზე: ზემო არცევი, (ცხინვალის რაიონი), სინაგური, მალი, პერევი, კარზმანი - ჯავის რაიონში; ღდულეთი, ახმაჯი, მოსაბრუნი, ნაგომევი, სალბიერი და ახალგორი - ახალგორის რაიონში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები