ახალი ამბები
გორის პოლიცია: ,,68-წლის მამაკაცმა 45-წლის მეუღლეს არასრწულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა"
გორის პოლიციამ 1951 წელს დაბადებული ნ.ა., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულმა მეუღლეს - 1974 წელს დაბადებულ ს.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები