ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: „ჭიდაობის ფედერაციაში მმართველობის კუთხით სიღრმისეული პრობლემებია“
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ქართველ მოჭიდავეს, ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა და ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, სპორტსმენისგან ინფორმაცია მოისმინა.

„ზურაბ დათუნაშვილთან შეხვედრისას ჩვენს შორის საკმაოდ გულწრფელი საუბარი შედგა. მინდა ავღნიშნო, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არსებული დაპირისპირება, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, კონფლიქტის კულმინაციას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ფედერაციაში მმართველობის კუთხით სიღრმისეული პრობლემებია და ბევრი მიდგომაა შესაცვლელი, რათა ყველა სპორტსმენს შეეძლოს სრულყოფილად და მაქსიმალურად წარმატებით მოღვაწეობა. ვალდებულებად ვთვლი გამოვიყენოთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და სამინისტროსთან ერთად დავიწყოთ მოკვლევა ჭიდაობის ფედერაციაში, რათა გაჯანსაღდეს სიტუაცია და ზურაბ დათუნაშვილს შეეძლოს ჯანსაღ გარემოში მოღვაწეობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ცნობილია, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე. გეგეშიძე ამჟამად გირაო აქვს შეფარდებული.

შსს-ს ვერსიით, მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები