ახალი ამბები
პროკურორები გორის სტუდენტებს: ,,საშიშ ადამიანებად მივაჩნივართ"
5 თებერვალს ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

პროკურორ ნანა გუგუტიშვილის თქმით, ისინი სტუდენტებს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის შესახებ ესაუბრნენ. ასევე, იმ ეტაპებზე, რომელიც სტუდენტებმა სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის უნდა გაიარონ.

ახალგაზრდებს პროკურორებმა აუხსნეს, რომ მითი, საშიში პროკურორების და მათ შესახებ მითიური წარმოდგენების შესახებ, უნდა დაინგრეს.

სტაჟირების პროგრამაზე საბუთების მიღება 2019 წლის 1 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით არის შესაძლებელი და მათ სტაჟირების ერთ წლიანი კურსის გავლის შემდეგ საქართველოს პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.

 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები