ახალი ამბები
ბრალდებულის ახლობლების განცხადებით მამამ არასრულწლოვანი შვილი შეყვარებულს დააშორა
14-წლის გოგონას მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე სოფელში ახალ დეტალებზე საუბრობენ. ბრალდებულის მეზობლები და ახლობლები ამბობენ, რომ შვილს მამის წინააღმდეგ ჩვენება დააწერინა შეყვარებულმა.

,,მათ ოჯახში ერთი ბიჭი მიდიოდა. გოგონა წაიყვანა სახლიდან. ასე თქვეს, რომ დაოჯახების მიზნითო. მამამ მიმართა პოლიციას და შვილი სახლში დააბრუნა. დამუქრებია მაშინ შვილი მამას, რომ ნახეთ რა გიქნათო. დარწმუნებულები ვართ, რომ გოგონას მამის წინააღმდეგ ჩვენება შეყვარებულმა დააწერინა. მაგ ბიჭთან მოუყოლია, რომ მამა ცუდად მექცევაო" - აცხადებენ მეზობლები.

ძალადობის ფაქტი, როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სავარაუდოდ ჩადენილია 2017 წელს. სოფელში, ბრალდებულის მეზობლები ამბობენ, რომ მამა გოგონას მკაცრად ექცეოდა.

5 თებერვალს, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ო.მ. გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ.-ც აღიარებს.

,,სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა. ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის
სახლში." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 11-პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები