ახალი ამბები
გორის ცენტრში შუქნიშანი გამოირთო და ავარიაც მოხდა
გორში გამორთულ შუქნიშანთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. შემთხვევა დაახლოებით 11 საათზე სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.

ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქალი, რომელიც ერთ-ერთ მანქანას მართავდა, შემთხვევის გამო, მეორე მანქანის მძღოლს ადანაშაულებს.

პოლიციამ ორივე მათგანი დააჯარიმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები