ახალი ამბები
გორში მანქანა გატეხეს
გორის ცენტრში ავტომანქანა გატეხეს. ჩამსხვრეულია უკანა საქარე მინა. მეპატრონემ ფაქტი დილით ნახა.

,,დილის 8 საათი იქნებოდა, ჩემმა ძმამ დამირეკა, მანქანას გადმოხედე, რა ხდებაო. გადავიხედე და ამ მდგომარეობაში ვნახე." - გვითხრა მეპატრონემ.

მისი თქმით, მანქანიდან დაკარგული არაფერია, რადგან მანქანაში არაფერი ჰქონდა დატოვებული.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები