ახალი ამბები
ხურვალეთთან რუსი სამხედროები საგუშაგო კოშკს აშენებენ
,,რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში საგუშაკო კოშკი დადგეს" - ამის შესახებ ინფორმაცია მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, სამხედროებმა მუშაობა დღეს დილიდან დაიწყეს და ამ დრომდე აგრძელებენ მონტაჟს.

მან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ აგებენ რუსები რკინის კონსტრუქციებს.

ხურვალეთი გამყოფ ხაზთან მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები