ახალი ამბები
სმიტების მკვლელობის საქმეზე გორის სასამართლოში 10 ნაფიცი მსაჯული შეარჩიეს
გორის რაიონულ სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმსაჯულთა შერჩევის პროცესი გაგრძელდა. 14 ნაფიცი მსაჯულიდან 10 უკვე შერჩეულია. დანარჩენ მსაჯულებს მარტამდე შეარჩევენ.

ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ საქმის არსებითი განხილვა სწორედ მარტის თვიდან დაიწყება.

კობაურს ადვოკატები, ალექსანდრე კობაიძე და ვასილ მამულაშვილი იცავენ. ,,კობაურს პოზიცია არ შეუცვლია და მკვლელობის საქმეში თავს კვლავ უდანაშაულოდ ცნობს." - აცხადებს ადვოკატი.

საქმის პროკურორია დავით ყაზარაშვილი, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი.

2018 წლის ივლისში 43-წლის რაიანი, 42-წლის ლორა სმიტი და მათი 4-წლის ბიჭი სასტიკად მოკლეს. ამის გამო, საქართველოს მოქალაქეს 20 წლის მალხაზ კობოურს უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში მოხდა.

სმიტების ოჯახი დასასვენებლად იმყოფებოდა და კარავი ჰქონდათ გაშლილი. კავშირი მათთან 4 ივლისს გაწყდა.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულმა პირველი რაიან სმიტი მოკლა. შემდეგ 4 წლის ბავშვს მიჯრით ესროლა, ლორა სმიტი კი, მდინარეში ჩააგდო. ბავშვის ცხედარი ქვებში დამალული იპოვეს. ქალის ცხედარის პოვნის შესახებ მეზობელი სოფლის მოსახლეობას ინფორმაცია თავდაპირველად კობაურმა შეატყობინა. ის დანაშაულის ჩადენის ფაქტს უარყოფს.

იხ. ამავე თემაზე:

გორში დაიწყო პროცესი სმიტების მკვლელობის საქმეზე (ვიდეო)
Print

სტატიის გამოყენების პირობები