ახალი ამბები
კრწანისის სასწავლო ცენტრში ნაცემი სამხედრო გორის ჰოსპიტალში მოათავსეს
კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ დაპირისპირებას სამხედრო პოლიცია იძიებს. ვინ და რატომ გაუსწორდა ფიზიკურად 21 წლის ელჯან ეფენდიევს ჯერჯერობით უცნობია.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კი ახალწვეულებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. დაზარელებულის მკტიცებით კი, მას სცემეს. ის ამ დროისთვის გორის ჰოსპოტალში იმყოფება.

21 წლის ელჯან ეფენდიევი ამტკიცებს, რომ ის ერთ-ერთმა ახალწვეულმა სცემა. ინციდენტის შემდეგ ეფენდიევი გადაიყვანეს რუსთავის საავადმყოფოში შემდეგ კი, გვიან ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

სამხედრო ჰოსპიტალის ექიმის თქმით გარეგანი დაზიანებები ახალწვეულს არ აღენიშნება, თუმცა ის მაინც რჩება დღეს გორის ჰოსპიტალში.

მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც.

ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ, საქმე აღძრულია სისიხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ურთიერთდაუქვემდებარე მოსამსახურეთა შორის დაპირისპირებას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის დამცირება ან პატივის და ღირსების შელახვა. ეს მუხლი ითვალისწინებს 3 წლამდე პატიმრობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები