ახალი ამბები
ხურვალეთსა და ძუკანთკარს შორის რუსული კოშკი შენდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ხურვალეთსა და ძუკანთკარს შორის, რუსი სამხედროები საგუშაგო კოშკს აშენებენ. სამუშაოები 6 თებერვალს დაიწყო და დღესაც გრძელდება.

საგუშაგო კოშკით ორი სოფელს შორის არსებული ტერიტორია სრულად გამოჩნდება, განსაკუთრებით, მისასვლელი გზა, სადაც მხოლოდ მავთულხლართი იყო გავლებული. ხურვალეთში ამბობენ, რომ კოშკი იმ ადამიანების გასაკონტროლებლად შენდება, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები არიან და ერთმანეთის ნახვას ცდილობენ, შორიდან მაინც.

ძუკანთკარი მოქცეულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხურვალეთს კი, საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. გამყოფ ხაზთან ათამდე ოჯახი ცხოვრობს.

სოფელ ხურვალეთთან გადის ასევე წინაგარა-ორჭოსანის გზა. ამ გზაზეც საგუშაგოა, საიდანაც ფერდობზე არსებული სიტუაცია ჩანს. 

იხ. ამავე თემაზე:

ხურვალეთში დაკავებული 5 ქალის ამბავი
Print

სტატიის გამოყენების პირობები