ახალი ამბები
ფოტომატიანე: გორში საბჭოთა ჯარისკაცების მიერ მოკლული მოსწავლის გასვენება
ეს ფოტო საქინფორმის ჟურნალისტმა თემო ნაფიშვილმა გადაიღო. ჟურნალისტმა გურამ ვაშაკიძემ კი, საზოგადოებას აცნობა, რომ გორში, 1990 წლის მაისში, საბჭოთა სამხედროებმა მეათე კლასელი მოსწავლე მოკლეს.

შემთხვევა ვერხვების დასახლებაში მოხდა. ჟურნალისტის ცნობით, სკოლის მოსწავლეები იმ სტადიონზე თამაშობდნენ, რომელიც სამხედრო ნაწილის სიახლოვეს მდებარეობდა.

საბჭოთა ჯარისკაცების დანახვაზე ბავშვები მოედნიდან გაიქცნენ. გაისმა სროლის ხმა. ერთი ტყვია ზაზა კაკაშვილს მოხვდა. ის მე-9 სკოლაში სწავლობდა.

გასვენების დღეს საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. მოსწავლის ცხედარი ცოტა ხნით მე-9 სკოლის წინ მშობლიურ სასწავლებელთან დაასვენეს. გორელები საბჭოთა ხელისუფლებისგან ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები