ახალი ამბები
,,მანქანა მოძრაობდა საეჭვოდ" - მარიხუანას შენახვის გამო გორში მძღოლი დააკავეს
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს მანქანა, რომელიც, მათი აზრით, საეჭვოდ მოძრაობდა. ჩხრეკისას მძღოლს მარიხუანა აღმოაჩნდა.

თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დაიწყეს, თუმცა, იმის გამო, რომ ნივთიერება დიდი ოდენობით არ აღმოჩნდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინეს.

"ცხინვალის გზატკეცილზე,იმ დროს როდესაც მე და ჩემი მეწყვილე ფიზულ მამედოვი სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდით, "ბმვ"-ეს მარკის ავტომანქანა გავაჩერეთ და ვიზუალური ეჭვის საფუძველზე დაგადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა მძღოლი, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პიროვნება ჯიბეში მწვანე ბალახს ინახავდა. საქმეში ჩავრთეთ გამომძიებელი, დაიწყო საქმის გამოძიება და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საეჭვო მწვანე ბალახი მარიხუანა იყო. ვინაიდან მარიხუანას რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ სისხლის სამართლის საქმე დაწყებულიყო, მოვიყვანეთ თქვენთან და ვითხოვთ, ადმინისტრაციული წესით დააჯარიმოთ ". - მიმართა მოსამართლეს პატრულის თანამშრომელმა ლევან კაკაშვილმა.

მოსამართლემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე პრიმა მუხლის თანახმად მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდამრთვევად მიიჩნია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები