გორის საკრებულოს დაემატა ,,ქართული ოცნება - მწვანეებისა"  და ,,ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" ფრაქციები									
			
				
			
			
			
								დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ორი ახალი ფრაქციის
შექმნაზე მსჯელობენ.
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგად ,,ქართული ოცნება - მწვანეებისა"
და ,,ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" დაფუძნების საკითხი
შევიდა.
,,ქართული ოცნება - მწვანეების" წევრები არიან გიორგი შიოშვილი,
ჯუმბერ გიგაური და ხვიჩა ხიხალაშვილი, რაც შეეხება ,,ქართული ოცნება -
სოციალ-დემოკრატებს" მასში შოთა ვანიშვილი, ივანე ნონიკაშვილი და
დავით ადუაშვილი შევლენ.
ფაქტს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებია
პროტესტებენ. ბექა ქორჩილავას განცხადებით, ახალი ფრაქციის შექმნით
იზრდება სახელფასო ხარჯები.			
			
											 
					
სტატიის გამოყენების პირობები