ახალი ამბები
გორის საკრებულოს დაემატა ,,ქართული ოცნება - მწვანეებისა" და ,,ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" ფრაქციები
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ორი ახალი ფრაქციის შექმნაზე მსჯელობენ.

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგად ,,ქართული ოცნება - მწვანეებისა" და ,,ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" დაფუძნების საკითხი შევიდა.

,,ქართული ოცნება - მწვანეების" წევრები არიან გიორგი შიოშვილი, ჯუმბერ გიგაური და ხვიჩა ხიხალაშვილი, რაც შეეხება ,,ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებს" მასში შოთა ვანიშვილი, ივანე ნონიკაშვილი და დავით ადუაშვილი შევლენ.

ფაქტს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებია პროტესტებენ. ბექა ქორჩილავას განცხადებით, ახალი ფრაქციის შექმნით იზრდება სახელფასო ხარჯები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები