ახალი ამბები
ერგნეთში 91-ე შეხვედრა მიმდინარეობს
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 91-ე შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრის დაწყებამდე, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, განიხილება 12 სააკითხი. წინა შეხვედრაზე კი, 11 საკითხი იყო წარდგენილი. მე-12 საკითხად შეტანილია სოფელ ხურვალეთში 6 თებერვალს დაწყებული სამუშაოები. ხურვალეთში რუსმა სამხედროებმა საგუშაგო კოშკის მონტაჟი დაიწყეს.

მისივე თქმით, ერგნეთის შეხვედრების განახლება ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შედეგია. აღნიშნულ ფორმატში ბოლო შეხვედრა სექტემბერში ჩატარდა, თუმცა, რიგით 89-ე მოლაპარაკება დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან პროტესტის ნიშნად ჩაიშალა და მას შემდეგ აღარ გამართულა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა დღის წესრიგიდან ახალგორის ტერიტორიაზე დაკავებული და შემდგომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები