ახალი ამბები
ატენის, ხიდისთავისა და ქვახვრელის დეპუტატებმა მემარცხენე-ცენტრისტული ჯგუფი ჩამოაყალიბეს
გორის საკრებულოში ,,ქართულმა ოცნებამ" შექმნა ახალი ფრაქცია ,,სოციალ-დემოკრატების სახით. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.

,,ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" ფრაქციაში გაწევრიანდნენ ატენის, ხიდისთავისა და ქვახვრელის წარმომადგენლები. მათი სოფლები მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარეობს და ერთმანეთის მეზობლები არიან.

,,ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" ფრაქცია შექმნეს შოთა ვანიშვილმა, (ატენი); ივანე ნონიკაშვილმა (ხიდისთავი) და დავით ადუაშვილიმა ) ქვახვრელი.

პოლიტიკური მეცნიერების მიხედვით, სოციალ-დემოკრატია — წარმოადგენს მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ იდეოლოგიას. თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა მიისწრაფვის იმისაკენ, რომ გაუმჯობესდეს მუშათა უფლებები და მდგომარეობა, ხოლო სახელმწიფოს როლი უფასო ან სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანდ გაიზარდოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები