ახალი ამბები
დავით აღმაშენებლი და გორი
გორის ქალაქად ქცევა დავით აღმაშენებელს უკავშირდება. საისტორიო წყაროების მიხედვით, (მათე ურჰაელი), სომხეთის ქალაქ ანისიდან მტრის მიერ შევიწროებული მოსახლეობა აღმაშენებელმა საქართველოში გორაზე დაასახლა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ეს ,,გორა“ ის ადგილია, სადაც დღეს ქალაქი გორი მდებარეობს.

მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ანისელი სომხები აღმაშენებელმა დღევანდელ ახალგორის ტერიტორიაზეც მიიყვანა, შესაბამისად, სახელიც აქედან მოდის.

ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი ,,გორის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ ახალგორელ სომხებს თავი სწორედ დავით აღმაშენებლის პერიოდის ანისელი სომხების შთამომავლებად მიაჩნიათ.

ეთნოგრაფი სერგი მაკალათია არ გამორიცხავს იმ ვერსიასაც, რომ ანისიდან წამოყვანილი ხალხის ნაწილი დღევანდელ გორში, ნაწილი კი, - ახალგორში დაესახლებინა.

ქალაქი გორი საისტორიო მწერლობაში მე-13 საუკუნიდან ჩნდება, როცა დავით აღმაშენებელმა იგი ქალაქად გადააქცია. მანამდე რა ერქვა ამ ადგილს, რომელიც ანტიკური დროიდან იყო დასახლებული?

ისტორიკოსი ელდარ მამისთვალაშვილი ფიქრობს, რომ სიმართლესთან ახლოს ვახუშტი ბატონიშვილის ვერსიაა: ,,ამან სახელი მოიგო გორისგან, რომელიც აღმოსრულ არს მუნ დიდი“.

ელდარ მამისთვალაშვილი ,,გორის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ ქალაქამდე გორი უძველესი დასახლება იყო. მაგალითად, მას არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები მოჰყავს.

1. 1850 წლის პირველი გათხრების დროს, გორში აღმოჩნდა პართიული დრაქმების განძი.
2. მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა ე.წ. კოლხური სტრატერი (თრაკიის მეფის, ლისიმაქეს, სტრატერის მინაბაძი), რომელიც III-I სს. განეკუთვნება.
3. აღმოჩნდა ასევე ეგვიპტის დედოფალის კლეოპატრას და ანტონინუსის მოჭრილი მონეტა.
4. 1939 წლის ივლისში გორის ციხეზე აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვის 1-ლი საუკუნის ქალის ქანდაკების ფრაგმენტი.
5. 1940 წელს, ამჟამინდელ ჭავჭავაძის გამზირზე, ინსტიტუტის წინ, აღმოჩენილია 2,1 მ სიღრმის საფლავი, ადამიანი პირდაპირ საფლავში იყო დამარხული, მძიმევით და თიხის ჭურჭელით.
6. იმავე ტერიტორიაზე მეორე საფლავში აღმოჩნდა პართიის მეფის (ჩვ.წ. 1-ლი საუკუნე) დრაქმა, ეგვიპტური მძივები, ლითონის სამკაულები, მძივები.

,,ასეთი ნუმიზმატიკური მონაცემები, ასეთი თავმყოყრა სამონეტო ერთეულებისა, ეჭვგარეშეა, დაკავშირებული იყო მძლავრ და მნიშვნელოვან ბაზართან, რომელიც თავის მხრივ მძლავრ სახელოსნო-სავაჭრო ცენტრთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული“ - წერს ელდარ მამისთვალიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები