ახალი ამბები
შიდა ქართლის 7 სკოლა ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად ნახევარფინალში გავიდა
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ნახევარფინალში შიდა ქართლიდან 7 საჯარო სკოლა გადავიდა. ,,2019 წლის პრიზის" მოსაპოვებლად, საქართველოს მაშტაბით, 700 სკოლა იბრძოდა.

ფინალური შეხვედრა 2 მარტს თბილისში გაიმართება. შიდა ქართლიდან კონკურსში 35 სკოლა იყო ჩართული.

,,კონკურსში ჩართულ სკოლებს ევალებოდათ გარემოს დაცვით საკითხებზე განეხორციელებინათ სხვადასხვა აქტივობები" - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ნახევარფინალში გადასულები არიან:

1. ქარელის # 2 საჯარო სკოლა;
2. ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლა;
3. ქ. გორის #5 საჯარო სკოლა;
4. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა;
5. ქ გორის N3 საჯარო სკოლა;
6. გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის საჯარო სკოლა;
7. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ი 2015 წლიდან ატარებს, ,,ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის" ფინანსური მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები