ახალი ამბები
ქვახვრელში ბაქანი გარემონტდება
მიმდინარე წელს ბაქანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორი პირად გვერდზე აქვეყნებს.

გიორგი ხოჯევანიშვილის ცნობით, სოფელში იმყოფებოდა რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენელი. სიტუაციას ადგილზე მასთან ერთად გაეცნო.

გუბერნატორი ასევე ადასტურებს, რომ პროექტის განხორციელება ტურიზმსსაც შეუწყობს ხელს. უფლისციხეში მატარებლით წამსვლელთათვის სწორედ ეს ბაქანია გათვალისწინებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები